суббота, 30 сентября 2017 г.

მე-7 დღე

ტრენინგი, ტრადიციისამებრ, დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. განვიმტკიცეთ ცოდნა მნიშვნელოვანი საკითხებზე დაკვირვებით. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ასევე დავასრულეთ პროექტის გეგმა. შევავსეთ სასწავლო პროცედურების ეტაპები. ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა დავალების სახეობებზე ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ტრენინგი დატვირთული იყო საინტერესო საკითხებით. ტრენერმა შეძლო ყველა მონაწილის დაინტერესება.  

воскресенье, 24 сентября 2017 г.

მე-6 დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. ტრენერმა გვასწავლა მოსწავლის პროექტის პრეზენტაციის წარდგენა ბლოგების საშუალებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას, განვიხილეთ სასწავლო პროცცედურები. ვისწავლეთ შეფასების რუბრიკების შერჩევა-გადმოწერა სხვადასხვა პროექტებიდან. ტრნინგი მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. ტრენერმა, ქალბატონმა ქეთი ცერაძემ, ამომწურავად და გასაგებად მოგვაწოდა სატრენინგო მასალა. 

суббота, 23 сентября 2017 г.

მე-5 დღე

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა. ტრენერმა გვასწავლა ბლოგზე საავტორო უფლებებისა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონების მითითება-გამოყენება. ასევე ამოვირჩიეთ მეწყვილე და გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, გავეცანით საჭირო შემადგენელ ნაწილებს. ტრენერმა დაგვაუფლა სათაურის შეცვლას, გვერდის გაჯეტების შექმნას და სხვა საინტერესო საკითხებს. ქალბატონმა ქეთიმ საინტერესოდ მოგვაწოდა სატრენინგო გამოცდა.  

воскресенье, 17 сентября 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღე

გავიმეორეთ გავლილი მასალა თეორიულად და პრაქტიკულად.  შემდეგ გადავედით ახალ სატრენინგო მასალაზე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები, დროში გაწერილი შეფასების გეგმა. ტრენინგი შთამბეჭდავი იყო საინტერესო საკითხებით. ტრენერმა გასაგებად და ამომწურავად აგვიხსნა მოსაწოდებელი მასალა. 

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგი დავიწყეთ წინა საკითხების გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. ქალბატონმა ქეთიმ დეტალურად გაგვაცნო პროექტისშემადგენელი ნაწილები. ვიმუშავეთ სტანდარტსა და მიზნის დადგენაზე, ასევე გამოვკვეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები. დღემ მეტად საინტერესოდ ჩაიარა.  ტრენერი   ადვილი და გასაგები ენით გადმოგვცემდა სათქმელს, პრაქტიკულად გვაკეთებინებდა თითოეულ დავალებას. 

воскресенье, 10 сентября 2017 г.

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ გავეცანით ერთმანეთის პროექტებს და განვიხილეთ. გავიმეორეთ წინა დღის მასალა ტრენერის დახმარებით. ხელახლა შეგვახსენა ქალბატონმა ქეთიმ სურათების მოძიება-ჩასმა. ვისწავლეთ ბუკლეტის დამზადება. დაგვაუფლა ფააილის დაზეპვას. ჩვენი ნამუშევარი შეგვანახინა ჩვენს ელფოსტაზე. ტრენერი თითოეულ ჩვენგანს საჭირო ინფორმაციას გვაწვდიდა გასაგებად და მისაწვდომობის პრინციპით. 

суббота, 9 сентября 2017 г.

ტრენინგის 1-ლი დღე

   ტრენინგის 1-ლი დღე მეტად საინტერესოდ დაიწყო. ტრადიციისამებრ, როგორც წესი, გავეცანით ერთმანეთს ტრენინგის მონაწილეები. მოვიკითხეთ ჩვენთვის უკვე ნაცნობი და საყვარელი ტრენერი, ქალბატონი ქეთი ცერაძე, რომელმაც გაგვაცნო ინტელის სასწავლო კურსის მიზანი. გვასწავლა პრტფოლიოს საქაღალდის შექმნა, კურსის რესურსების შენახვა, ასევე,შევქმენით ბლოგი. დაგვაუფლა პროექტის შერჩევის უნარ-ჩვევებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გვასწავლა პრობლემის გამოკვეთა , პრობლემის გადაჭრის გზა  21-ე საუკუნესთან მიმართებაში. ტრენინგის 1-ლმა დღემ შთამბეჭდავად ჩაიარა. ყოველივე ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის, რომელმაც შეძლო ტრენინგის თითოეული წევრის დაინტერესება.