ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ტრენინგის ბოლო დღე. თავდაპირველად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. ყურადღებით დავათვალიერეთ პორტფოლიო, შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მეტად საინტერესო და აქტუალური იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი როლანდ ხარაზიშვილის პროექტს მათემატიკაში თემაზე - ,, მინი ფერმა". პროექტში კარგად იყო გაწერილი ბიზნეს-გეგმა. კერძოდ, რა ფინანსები დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას: რა დასჭირდება საქონლის სადგომის აგებას, 50 სული საქონლის შეძენას, ასევე, რა რაოდენობის საკვები დასჭირდებათ. ჯგუფებში დავალებები მიზნობრივად ჰქონდა განაწილებული. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი განუვითარებს მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაყვალა გულუაშვილის, პროექტმა - ,,უპატრონო ძაღლებმა." მოცემული პროექტიც გამოირჩეოდა თავისი აქტუალობით. ვფიქრობ, ასეთი სახის პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვებში, ისწავლონ ცხოველების მოვლა-პატრონობა, გაუღვივდეთ სიბრალული უპატრონო ძაღლებისადმი, დასახონ ერთობლივი გზები საზოგადოების ნაკლოვანებების გამოსწორებისა და აღმოფხვრისა უპატრონო ძაღლებთან მიმართებაში. ასევე საინტერესო პროექტები წარმოადგინეს მათემატიკის მასწავლებლებმა წილადების სწავლებასთან დაკავშირებით. ტრენინგზე წარმოდგენილი ყველა პროექტის პრეზენტაციას შევაფასებ დადებითად, რადგან ყოველი მათგანი მორგებული იყო მოსწავლის საჭიროებსა და რეალურ ცხოვრებასთან კავშირში.
დღესდღეობით პროექტებით სწავლების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი სკოლა. სწორედ ეს პროექტი ნამდვილად დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მხრივ, უკეთ დამაუფლა პროექტისთვის საჭირო პროცედურებს.
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და შრომისმოყვარე ქალბატონ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც შეძლო თითოეული ტრენინგის მონაწილის დაინტერესება და შეძლო დიდი ძალისხმევით ინტელის სასწავლო კურსის მოტანა ჩვენამდე.