ინტელის სასწავლო კურსი
четверг, 14 февраля 2019 г.
суббота, 7 октября 2017 г.
მე-9 დღე
ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ტრენინგის ბოლო დღე. თავდაპირველად ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით. ყურადღებით დავათვალიერეთ პორტფოლიო, შემდეგ ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ წარმოვადგინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. პროექტები მეტად საინტერესო და აქტუალური იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი როლანდ ხარაზიშვილის პროექტს მათემატიკაში თემაზე - ,, მინი ფერმა". პროექტში კარგად იყო გაწერილი ბიზნეს-გეგმა. კერძოდ, რა ფინანსები დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას: რა დასჭირდება საქონლის სადგომის აგებას, 50 სული საქონლის შეძენას, ასევე, რა რაოდენობის საკვები დასჭირდებათ. ჯგუფებში დავალებები მიზნობრივად ჰქონდა განაწილებული. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი განუვითარებს მოსწავლეებს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მაყვალა გულუაშვილის, პროექტმა - ,,უპატრონო ძაღლებმა." მოცემული პროექტიც გამოირჩეოდა თავისი აქტუალობით. ვფიქრობ, ასეთი სახის პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვებში, ისწავლონ ცხოველების მოვლა-პატრონობა, გაუღვივდეთ სიბრალული უპატრონო ძაღლებისადმი, დასახონ ერთობლივი გზები საზოგადოების ნაკლოვანებების გამოსწორებისა და აღმოფხვრისა უპატრონო ძაღლებთან მიმართებაში. ასევე საინტერესო პროექტები წარმოადგინეს მათემატიკის მასწავლებლებმა წილადების სწავლებასთან დაკავშირებით. ტრენინგზე წარმოდგენილი ყველა პროექტის პრეზენტაციას შევაფასებ დადებითად, რადგან ყოველი მათგანი მორგებული იყო მოსწავლის საჭიროებსა და რეალურ ცხოვრებასთან კავშირში.
დღესდღეობით პროექტებით სწავლების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი სკოლა. სწორედ ეს პროექტი ნამდვილად დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მხრივ, უკეთ დამაუფლა პროექტისთვის საჭირო პროცედურებს.
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და შრომისმოყვარე ქალბატონ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც შეძლო თითოეული ტრენინგის მონაწილის დაინტერესება და შეძლო დიდი ძალისხმევით ინტელის სასწავლო კურსის მოტანა ჩვენამდე.
დღესდღეობით პროექტებით სწავლების გარეშე წარმოუდგენელია დღევანდელი სკოლა. სწორედ ეს პროექტი ნამდვილად დროული და მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ტრენინგმა მომცა შესაძლებლობა, გამეღრმავებინა ცოდნა ამ მხრივ, უკეთ დამაუფლა პროექტისთვის საჭირო პროცედურებს.
და ბოლოს, დიდი მადლობა ჩვენს ენერგიულ და შრომისმოყვარე ქალბატონ ქეთევან ცერაძეს, რომელმაც შეძლო თითოეული ტრენინგის მონაწილის დაინტერესება და შეძლო დიდი ძალისხმევით ინტელის სასწავლო კურსის მოტანა ჩვენამდე.
воскресенье, 1 октября 2017 г.
მე-8 დღე
ტრენინგის დასაწყისში კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ჩვენი პროექტის სამუშაო გეგმა. შემდეგ შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში. მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო. ვისწავლეთ დრაივზე შესვლა, სადაც ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე. ტრენერმა გვასწავლა ატვირთვის ეტაპები: პროექტის გადატანა ბლოგზე, საქაღალდეზე მისამართის მინიჭება, გაჯეტის ჩასმა, ასევე გვასწავლა შენახვა. ტრენინგის დღე დატვირთული იყო საინტერესო საკითხებით. ტრენერმა, ქალბატონმა ქეთი ცერაძემ, შეძლო თითოეული მონაწილის დაინტერესება, სრულყოფილად აგვათვისებინა დღევანდელი დღის მასალა.
суббота, 30 сентября 2017 г.
მე-7 დღე
ტრენინგი, ტრადიციისამებრ, დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. განვიმტკიცეთ ცოდნა მნიშვნელოვანი საკითხებზე დაკვირვებით. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, ასევე დავასრულეთ პროექტის გეგმა. შევავსეთ სასწავლო პროცედურების ეტაპები. ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა დავალების სახეობებზე ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით. ტრენინგი დატვირთული იყო საინტერესო საკითხებით. ტრენერმა შეძლო ყველა მონაწილის დაინტერესება.
Подписаться на:
Сообщения (Atom)